წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ("პოლიტიკა") აღწერს თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, ინახავს და იცავს შპს "სითი ფეი" ("ჩვენ", "ჩვენი" ან "კომპანია") პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
წინამდებარე პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა, თუკი კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
AML/CFT - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ქმედებები;
კომუნიკაციები – ნებისმიერი და ყველა სახის კომუნიკაცია, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, შეტყობინებები, შეთანხმებები, დოკუმენტები, ცნობები და განცხადებები;
კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;
პერსონალური ინფორმაცია - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
პლატფორმა - ჩვენი ვებ-გვერდი - https://www.CityPay.io/
PSP - საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;
მომსახურებები – ვირტუალური აქტივის შენახვა, ყიდვა, გაყიდვა და გადაცვლა;
მომხმარებელი/თქვენ – ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს პლატფორმას ან მომხმარებელი, რომელსაც კომპანია უწევს მომსახურებას;
VASP – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი;
ვირტუალური აქტივი - ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთ-ჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას.
ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ და დავამუშავოთ შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
კომპანია ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:
თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა ამ პოლიტიკაში მოცემული მიზნების შესასრულებლად, საკანონმდებლო ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად, დავების გადასაჭრელად და ჩვენი შეთანხმებების აღსრულებისთვის.
თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:
თუ გსურთ გამოიყენოთ ეს უფლებები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ info@citypay.io.
ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ შესაძლოა განვაახლოთ წინამდებარე პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება პლატფორმაზე.
City Pay LLC
საიდენტიფიკაციო ნომერი: 402132312